დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ში განმარტავენ, რომ 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, იკრძალება შეკრება და მანიფესტაცია, ასევე ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების...