მთავარიTags#საზოგადოება #კორონავირუსი #ფოთი #მედიკოსები

Tag: #საზოგადოება #კორონავირუსი #ფოთი #მედიკოსები

მარინა ეზუგბაია – შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების პერიოდში მოქალაქეებმა თავიანთი ქცევა თავად უნდა გააკონტროლონ, რათა ქვეყანაში მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების პერიოდში მოქალაქეებმა თავიანთი ქცევა თავად უნდა გააკონტროლონ, რათა ქვეყანაში მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს. „რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან...

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი რჩება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი რჩება. კლინიკიდან გუშინ კიდევ სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა. საერთო ჯამში, დღემდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო 90-მა განკურნებულმა პაციენტმა დატოვა. რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა, დასტაბილურებულია. ამასთან, სტაბილურია სამი მძიმე...

ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ. „ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული...

ფოთში 99 მედიკოსი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 99 მედიკოსის ანალიზი გაიგზავნა. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა. „მედიკოსების კვლევა გეგმური ხასიათისაა და პრევენციული მიზნით განხორციელდა. გამოვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო პაციენტებთან აქვთ შეხება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პრევენციული მიზნით,...