კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს...