თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც პროექტის ჩაბარება უნდა მომხდარიყო, აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო.