შევეცდებით, აბიტურიენტებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების ტარების წესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე განცხადება გაკეთდება.
„ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს, „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა...