მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ძეგლის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ამის პარალელურად, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უოთერბერიში უცნობმა პირებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„ქალაქი უოთერბერი და მე, როგორც მერი, მზად ვართ,...