მთავარიშემთხვევა

შემთხვევა

6-დღიანი ძებნის შემდეგ თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში, ექვსდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 15 წლის უმუდ სოფიევის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „Newsplus.ge“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის...

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, მოზარდი, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო, უმუდ სოფიევია. ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ზუგდიდში, სოფელ ყულიშკარში საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთმანეთის დები არიან. მათი ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს. ადგილობრივი წარმომადგენლის ინფორმაციით, დები მარტო ცხოვრობდნენ და ისინი დაახლოებით 4–5...

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა — შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ავტომობილი მშობლების დაუკითხავად წაიყვანა, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. დაღუპული, გავრცელებული ცნობებით, ფონიჭალის მკვიდრი თაფდიგ ყაჰრამანოვია. ინფორმაციას შემთხვევის შესახებ გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს...

ალაზნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა — დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ალაზნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმები ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობის სტაბილიზაციაზე მუშაობენ. მისი თქმით,...

ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სანაპიროზე, კარავში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ  ბავშვი გამოეპარათ. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.