მთავარისამხედრო

სამხედრო

წვევამდელთა გაწვევისას, სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირი 1000 ლარით დაჯარიმდება

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამედიცინო შემოწმების მიზნით სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა, პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდება. ამჟამად 1000 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით, გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობაზე. ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებებს შორის, რომელსაც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებები...

უკრაინაში დაღუპული ქაღთველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

203-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა და შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ...

ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ თბილავიამშენის მიერ გარემონტებული „სუ-25“-ის, „მი-24-ის“ ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები. „საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების...

მე-12 ბატალიონმა GDRP-ის ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საბრძოლო სროლებით დასკვნითი სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის დონის ქვედანაყოფმა ვაზიანის პოლიგონზე შეტევითი ოპერაციები განახორციელა. მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებები გაიარა, მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა და  ობიექტი დაიპყრო. სწავლებას...

თავდაცვის ძალების მასშტაბური ვაქცინაცია მიმდინარეობს- თავდაცვის უწყების ცნობით, ამ დროისთვის თანამშრომელთა 17%-ია აცრილი

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების გარდა, სამინისტრო, სურვილის შემთხვევაში, უწყების თანამშრმლების ოჯახის წევრებსაც აცრის. დღეს ჰოსპიტალს აცრისთვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა და მათმა ოჯახის წევრებმა მიაკითხეს. თანამშრომელთა ოჯახის წევრების იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოება და ვაქცინაციის წესების დაცვა, ექიმებთან ერთად, თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. თავდაცვის სამინისტროსა...