პოლიციამ მესტიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაბა მესტიაში ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.
ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა...
2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ...
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...
თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი, ასევე მოკლულისა და შესაძლო დამნაშავის ვინაობა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს...
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.
გავრცელებული...
პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა მოდელის ოთხი პისტოლეტი, რევოლვერი, სანადირო...