მთავარირეგიონი

რეგიონი

თოვლმა უკვე ნახევარ მეტრს მიაღწია – რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში

ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, 0,5 მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია. ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა თოვლის საფარისგან გაწმენდილია, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო გზები. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის. გზებზე მოძრაობა შესაძლებელია ზამთრის...

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს

ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებების ფარგლებში გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

რევაზ სოხაძე – ჩვენთვის უმთავრესი ადამიანის სიცოცხლეა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, მსურს, გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში განაცხადა. რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია გუშინ გზის მშენებლობისას მომხდარი უბედური...

კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს

მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება ან ვაჭრობა აკრძალოს, ან შეზღუდოს. შესაბამისი ცვლილებები – „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, რომელიც ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღება ქვეყანაში პლასტმასით დაბინძურებას უკავშირდება. „პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების...

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.ვ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ...

მძიმე ავარია ზუგდიდში – დაღუპულია ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული… ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი — ბატონი ბესო ტიბუა და ბატონი ბორია სიჭინავა — წაგვართვა. ორივე ჩვენი სოფლის სულიერი და ღირსეული შვილები იყვნენ — ადამიანები, რომლებიც...