მთავარიმსოფლიო

მსოფლიო

ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანდალუსიის რეგიონში, ალმერიის პროვინციის ბედარის მუნიციპალიტეტში გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა მძიმე შედეგები გამოიწვია. ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, სტიქიას ამ დროისთვის სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6 დაშავდა. ხანძრის ლოკალიზებისა და გავრცელების შეჩერების მიზნით, ადგილზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები....

როსტოვის ოლქში იერიშის სამიზნე ნავთობბაზები, ნავთობტერმინალი და ქარხანა გახდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზებსა და საპორტო ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანეს.   გავრცელებული ცნობებით, სამიზნე ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზები და ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა იყო, ხოლო ტაგანროგში - საპორტო ნავთობტერმინალი.   რუსული მხარე ადასტურებს, რომ ღამით როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, აზოვში თავდასხმის...

ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან — დამწვარია 2 300 ჰექტარი

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ხანძარმა უკვე დაახლოებით 2 300 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ღამის განმავლობაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დაახლოებით 500 მეხანძრე მონაწილეობდა. ცეცხლი ბარსელონას ჩრდილოეთით გაჩნდა და გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც. დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ...

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვის მასშტაბურ გეგმაზე მუშაობს, - ამის შესახებ „ევრაქტივი" წერს. გამოცემის წყაროების ცნობით, ინიციატივას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 16 სექტემბერს, ყოველწლიური მიმართვისას ოფიციალურად წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება სოციალური მედიის გამოყენებისთვის და როგორ გაკონტროლდება რეგულაციის აღსრულება. წინასწარი...

ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ

ბრიუსელი არ ეთანხმება ვატიკანის კრიტიკას ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების შესახებ. ევროკავშირმა დაიცვა საერთაშორისო სამართლისადმი თავისი ერთგულება მას შემდეგ, რაც ვატიკანმა გასულ კვირას ბრიუსელი ომის დროს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. 26 ივნისს, ომის თემაზე პაპ ლეო XIV-ის მიერ გამართულ დახურულ კონფერენციაზე გამოსვლისას ვატიკანის დოქტრინალური ხელმძღვანელი,...

კირ სტარმერი – მსოფლიო როდესაც შეიარაღებულია და აგრესია იზრდება, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მომზადებაა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი თავდაცვისთვის დამატებით 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს.   მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები 2029 წლისთვის წელიწადში 80 მილიარდ ფუნტს მიაღწევს. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაყოფად ზოგიერთი საგზაო და ენერგეტიკული პროექტი გაუქმდება.   „მსოფლიო როდესაც...