მთავარირეგიონიზესტაფონში მატარებლის ტექნიკურ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზესტაფონში მატარებლის ტექნიკურ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ცალკე მდგომ ტექნიკურ ვაგონზე. ინციდენტს სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მუშაობის შეფერხება არ მოჰყოლია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

პოპულარული სიახლეები