მთავარისაზოგადოებაროდის აღდგება „ფორმულას“ მაუწყებლობა — არხი განცხადებას ავრცელებს

როდის აღდგება „ფორმულას“ მაუწყებლობა — არხი განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის თანამშრომლებსაც „დელისის“ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო შენობის დატოვება მოუწიათ, მაუწყებლობის აღდგენას ხვალ საღამოს გეგმავს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი უცნობია. არხის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახურების მუშაობისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მაუწყებლობის განახლებას უახლოეს პერიოდში შეძლებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით.

მადლობა, რომ ამ რთულ დროს ჩვენ გვერდით ხართ.

პოპულარული სიახლეები