მთავარირეგიონიმდინარე რიონში ავტომობილის გადავარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მდინარე რიონში ავტომობილის გადავარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარიდან ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

პოპულარული სიახლეები