მიუხედავად საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებისა, ევროკავშირის კარი ქართველი ხალხისთვის კვლავ ღია რჩება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრის“ ეთერში განაცხადა.
აქუბარდიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებებზეც.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა კაია კალასმა, რომ საქართველო გაფართოების დღის წესრიგიდან არ არის გასული, გაფართოების დღის წესრიგი არის გაწევრიანების დღის წესრიგი.
წლევანდელ ანგარიშს თუ შევადარებთ შარშანდელ ანგარიშს. მარტა კოსი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის კარი კვლავ ღიაა და მე ვფიქრობ, ეს დამსახურებაა იმ უწყვეტი პროტესტის, რომელიც 700 დღეზე მეტია გრძელდება. მთავარი არის ის, რომ კარს არ გვიხურავს ევროკავშირი. ერთადერთი, ვინც ამ კარს ხურავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
