„დელისის“ ბიზნესცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია — შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა
თბილისში, „დელისის“ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა. მაშველებმა შენობა დაატოვებინეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებსაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა.
