მთავარისაზოგადოება„განა რა გიქნეს ასეთი, შვილო, გური...“ — გურამ დადიანიძის დედა ემოციურ მიმართვას...

„განა რა გიქნეს ასეთი, შვილო, გური…“ — გურამ დადიანიძის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს. ის იმედოვნებს, რომ შვილის გაუჩინარების საქმეზე სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა.

„გაირკვევა, გური, ცოტაც შვილო…

ვიყვირე, დავიჩოქე, ცრემლად დავიღვარე, ჩემი ხმა ვერ მოგაწვდინე, შვილო, გური… განა რა გიქნეს ასეთი…“ — წერს სოფო ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს, 12 წლის წინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე გამართული ექსკურსიის დროს გაუჩინარდა.

მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

პოპულარული სიახლეები