31 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დაძაბულობა დაფიქსირდა პარიზსა და მარსელშიც. პარიზში აქციის დასრულებისას პოლიციასა და დემონსტრანტების ნაწილს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
ქალაქ ტულუზაში კი პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა რამდენიმე ათასი ადამიანის მონაწილეობით გამართული არასანქცირებული აქციის დასაშლელად.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 70 000 — პარიზში.
აქციები ცხოვრების გაძვირების, სოციალური უთანასწორობისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა. (წყარო)
ავტორი: თიკო(თინათინ) შუშანაშვილი
