მთავარირეგიონიქობულეთში მეექვსეკლასელმა თანაკლასელი დაჭრა

ქობულეთში მეექვსეკლასელმა თანაკლასელი დაჭრა

ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მეექვსეკლასელმა თანაკლასელი ბასრი საგნით დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მოზარდმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც მიეწოდა.

რა გახდა მომხდარის მიზეზი და რა ვითარებაში დაშავდა მოსწავლე, ამ დროისთვის უცნობია.

პოპულარული სიახლეები