მთავარიმსოფლიოზელენსკი სტამბოლში ჩადის - რა საკითხებს განიხილავენ თურქეთში?

ზელენსკი სტამბოლში ჩადის – რა საკითხებს განიხილავენ თურქეთში?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 31 ოქტომბერს თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხები რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა, სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

მისი განცხადებით, მხარეები თურქეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზეც იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც შავი ზღვის უსაფრთხოება იყო.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა მანამდე საერთაშორისო თანამეგობრობას შავ ზღვაში გლობალური სავაჭრო მარშრუტის აღდგენის ხელშეწყობისკენ მოუწოდა.

პოპულარული სიახლეები