მთავარიმსოფლიო„რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის, ის მას მთელ მსოფლიოს აწვდის“ — დონალდ...

„რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის, ის მას მთელ მსოფლიოს აწვდის“ — დონალდ ტრამპი

რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის. ისინი მას მთელ მსოფლიოს აწვდიან – ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა კითხვაზე – შეწყვიტა თუ არა აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, განაცხადა, რომ ასე არ მომხდარა და შტატები უკრაინას დღემდე ეხმარება:

“არა, არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მათ ვეხმარებით”- აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, კითხვაზე თუ რა აძლევს მას იმის საფუძვლიან რწმენას, რომ პუტინს ომის დასრულება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

“მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილება. მთელი ცხოვრება სწორედ ამას ვაკეთებდი – გარიგებებს ვდებდი,”- აღნიშნა ტრამპმა.

პოპულარული სიახლეები