აშშ-ის ჯორჯიის შტატში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
BBC-ის ცნობით, შემთხვევა 12 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტს კობის ოლქის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
პოლიციამ თავდაპირველად არ დააკონკრეტა, რომელ ატრაქციონზე მოხდა შემთხვევა. თუმცა, ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ „ამერიკული მთები“ — Goliath — გაჩერდა, ხოლო თანამშრომლები მგზავრებს ატრაქციონიდან ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მოძრავი ატრაქციონიდან გადმოვარდა და სხვა მგზავრებსაც შეეჯახა. მოგვიანებით ის ატრაქციონის ქვეშ იპოვეს.
პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი 42 წლის ჰასან ჯიჰად იბნ კარიემია (Hassan Jihad Ibn Kariem), ატლანტის მცხოვრები. შემთხვევის გარემოებებს სამართალდამცველები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იკვლევენ.
გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის მომხდარის ყველა დეტალი ოფიციალურად დადგენილი არ არის.
ავტორი:თიკო(თინათინ)შუშანაშვილი
Newsplus.ge | წყარო: BBC
