მთავარისაზოგადოებაComCom-მა „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ComCom-მა „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

ComCom-ის განცხადებით, დარღვევა საინფორმაციო გამოშვებებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მიერ პირადი მოსაზრებებისა და შეფასებების გავრცელებას უკავშირდება.

კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგი 14-16 სექტემბერს, „ფორმულას“ 17:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებზე ჩატარდა.

პოპულარული სიახლეები