ესპანეთში სახიფათო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე წითელი უწყვეტი ხაზის გამოყენება დაიწყეს. ახალი საგზაო მონიშვნის მიზანი მძღოლებისთვის გასწრების აკრძალვის უფრო მკაფიოდ ჩვენება და ავარიების რისკის შემცირებაა.
ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი მალაგის პროვინციაში, A-355 გზაზე მდებარეობს, რომელიც კოინსა და მარბელიას აკავშირებს. გზის დაახლოებით ოთხკილომეტრიან მონაკვეთზე წითელი ხაზით მანამდე არსებული ორმაგი უწყვეტი ხაზის ნაცვლად, წითელი უწყვეტი ხაზით მონიშნეს. ახალი მონიშვნა მიზნად ისახავს,მძღოლებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს გასწრების აკრძალვა და შემცირდეს სახიფათო მანევრებით გამოწვეული ავარიების რისკი.
აღნიშნული გზა ესპანეთში მაღალი ავარიულობით გამოირჩევა. 2023 წელს A-355-ის ამ მონაკვეთზე 10 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივ მედიაში გზას ხშირად „სიკვდილის გზად“ მოიხსენიებენ.
წითელი უწყვეტი ხაზის დანიშნულება იგივეა, რაც ჩვეულებრივი უწყვეტი ხაზის — მისი გადაკვეთა და გასწრება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული კონკრეტული გამონაკლისებისა. შესაბამისად, ხაზის წითელი ფერი არ ნიშნავს განსხვავებულ საგზაო წესს, არამედ არსებული აკრძალვის დამატებით ვიზუალურ ხაზგასმას.
წითელი ხაზის უგულებელყოფა და აკრძალულ მონაკვეთზე გასწრება შესაძლოა 400 ევრომდე ჯარიმითა და მართვის მოწმობის ოთხი ქულის დაკლებით დასრულდეს.
ესპანეთის საგზაო უწყებების მიზანია, მაღალი რისკის მქონე მონაკვეთებზე მძღოლებმა გზის განსაკუთრებული საფრთხე და გასწრების აკრძალვა უფრო მკაფიოდ აღიქვან.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი
