მთავარიშემთხვევაყვარელში 85 წლის ქალი მოკლეს — სავარაუდო თავდამსხმელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარელში 85 წლის ქალი მოკლეს — სავარაუდო თავდამსხმელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სახლში გვიან ღამით შეიჭრა და ქალისგან თანხას ითხოვდა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოპულარული სიახლეები