მთავარიშემთხვევაბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოპულარული სიახლეები