მთავარიპოლიტიკაგიორგი ბარამიძე: „მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“

გიორგი ბარამიძე: „მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ იგი საქართველოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავების ამსახველ ვიდეოს ბარამიძის მეუღლე ავრცელებს.

ვიდეოში ბარამიძე ამბობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა მას დაკავების შესახებ აცნობეს.

„ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ — აცხადებს გიორგი ბარამიძე.

ბარამიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

პოპულარული სიახლეები