მთავარისაზოგადოებაკახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მედეა შენგელია 7 სექტემბრის ღამეს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე ქართული მედიასაშუალება ავრცელებს. 

მედეა შენგელია მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად, სამტრედიაში ცხოვრობდა და საზოგადოებრივ ასპარეზზე იშვიათად ჩნდებოდა.

კახა კალაძე წლების განმავლობაში არაერთხელ საუბრობდა მშობლების მხარდაჭერაზე და აღნიშნავდა, რომ მის ცხოვრებასა და წარმატებაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. 

კახა კალაძე დილიდან სამძიმარს იღებს. 

პოპულარული სიახლეები