ჯორჯინა როდრიგესი ვენეციის 83-ე კინოფესტივალს დაესწრო და, ტრადიციულად, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
კრიშტიანუ რონალდოს მეუღლე 4 სექტემბერს ფილმის — „Mr. Nelson, Did You Kill People?“ — პრემიერას დაესწრო. წითელ ხალიჩაზე ის გამორჩეული იმიჯით გამოჩნდა.
ამჯერად ყურადღების ცენტრში მისი ცნობილი ნიშნობის ბეჭედი არ ყოფილა. როდრიგესმა ბეჭედი სახლში დატოვა და არჩევანი Chopard-ის ბრილიანტის სამკაულებზე შეაჩერა.
