თბილისის ზღვაში, ექვსდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 15 წლის უმუდ სოფიევის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია „Newsplus.ge“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.
საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა“, – აცხადებენ უწყებაში.
