თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი, ასევე მოკლულისა და შესაძლო დამნაშავის ვინაობა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
