მთავარისამართალიპროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო — საქმე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო — საქმე გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე  ავრცელებს.

„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად”, – წერს  ტარიელ კაკაბაძე.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

პოპულარული სიახლეები