თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ავტომობილი მშობლების დაუკითხავად წაიყვანა, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოზარდი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
დაღუპული, გავრცელებული ცნობებით, ფონიჭალის მკვიდრი თაფდიგ ყაჰრამანოვია.
ინფორმაციას შემთხვევის შესახებ გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.
წყარო: Aktual.ge
