მთავარიმსოფლიოძლიერი მიწისძვრა იტალიაში – ნეაპოლის რეგიონში 21 ადამიანი დაშავდა, ორი მძიმე მდგომარეობაშია

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – ნეაპოლის რეგიონში 21 ადამიანი დაშავდა, ორი მძიმე მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლისა და მის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ ნეაპოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე შენობები დააზიანა. საცხოვრებელი სახლების ფასადებიდან ჩამოინგრა კედლებისა და მოპირკეთების ფრაგმენტები, რამაც ინფრასტრუქტურასა და ავტომობილებს ზიანი მიაყენა.

განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქ პოცუოლი, სადაც ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა რამდენიმე ავტომობილი დააზიანა.

მთავარი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და ღია სივრცეებში გადავიდა.

მიწისძვრის გამო ნეაპოლის რეგიონში მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ, ხოლო შესაბამისი უწყებები ზარალის საბოლოო შეფასებას აგრძელებენ.

 

 

პოპულარული სიახლეები