გურიაში 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ბიძა (დეიდის ქმარი) დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას არასრულწლოვნის დედამ მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
