მთავარიშემთხვევაალაზნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა — დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ალაზნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა — დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ალაზნის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმები ერთ-ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობის სტაბილიზაციაზე მუშაობენ. მისი თქმით, პაციენტის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დამატებითი შეფასების შემდეგ გადაწყდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

პოპულარული სიახლეები