მთავარიმსოფლიობარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან — დამწვარია 2 300 ჰექტარი

ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან — დამწვარია 2 300 ჰექტარი

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ხანძარმა უკვე დაახლოებით 2 300 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ღამის განმავლობაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დაახლოებით 500 მეხანძრე მონაწილეობდა.

ცეცხლი ბარსელონას ჩრდილოეთით გაჩნდა და გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც. დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლიც.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ხანძრის გამო, მიმდებარე შვიდი მუნიციპალიტეტის დაახლოებით 12 000 მცხოვრებს მოუწოდეს, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში, დახურონ ფანჯრები და სპეციალური მითითების გარეშე არ დატოვონ ტერიტორია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, თვითნებური ევაკუაცია სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რადგან შესაძლოა მოსახლეობა გზაზე ცეცხლის ალყაში მოექცეს.

პოპულარული სიახლეები