ახალციხეში მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა
ახალციხეში მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცი, რომელსაც 2 ივნისს, სამუშაოების მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, სამშენებლო ბლოკი დაეცა, ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი მკურნალობას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2 ივნისს, ახალციხეში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამწის მიერ სამშენებლო მასალის გადატანის დროს მამაკაცს თავზე, სავარაუდოდ, სამშენებლო ბლოკი დაეცა.
