მთავარიმსოფლიოპუტინი: უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს

პუტინი: უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი განცხადებით, უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენების აფეთქებას გეგმავს.

მისი თქმით, კიევის ქცევა აგრესიული და „ძალიან საშიშია“. პუტინის განცხადებით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების შემდეგ, ახლა მზადდება ოპერაცია „ცისფერი ნაკადის“ და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ.

„ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ისევე როგორც ერთხელ ააფეთქეს ‘ჩრდილოეთის ნაკადი’, ახლა კიევში, ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სამსახურის მხარდაჭერით, ‘ცისფერი ნაკადისა’ და ‘თურქული ნაკადის’ აფეთქების ოპერაცია მზადდება,“ – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქულ მხარეს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით. თუმცა ეს ძალიან სახიფათო თამაშია, განსაკუთრებით დღეს,“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პოპულარული სიახლეები