მთავარითავდაცვადედის დღე გმირი ჯარისკაცების დედებთან — სამხედროებმა დაღუპულთა ოჯახები მოინახულეს

დედის დღე გმირი ჯარისკაცების დედებთან — სამხედროებმა დაღუპულთა ოჯახები მოინახულეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის ძალები-ის წარმომადგენლები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ.

სამხედროებმა 3 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს გმირთა დედებს და ირაკლი ჩიქოვანი-ს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მისალოცი ბარათები გადასცეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პოპულარული სიახლეები