გაერო ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაუყოვნებლივი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, Volker Türk, შესაბამის მხარეებს მოუწოდა, სრულად იქნეს დადგენილი თავდასხმის გარემოებები და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა ჩართულ პირსა თუ ძალას.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, Ravina Shamdasani, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხდარი „აბსოლუტური საშინელებაა“ და ხაზი გაუსვა, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ნათლად ასახავს ნგრევას, ადამიანთა სასოწარკვეთასა და მიმდინარე კონფლიქტის სისასტიკეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უმაღლესი კომისრის ოფისს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული დარტყმა ომის დანაშაულს. ამასთან, ვოლკერ ტურკმა ყველა მხარეს მოუწოდა თავშეკავებისკენ და მოლაპარაკებების პროცესში დაბრუნებისკენ.
ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, 153 ადამიანი დაიღუპა.
