მთავარიმსოფლიოირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას კიდევ ერთი ამერიკელი ემსხვერპლა — დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე...

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას კიდევ ერთი ამერიკელი ემსხვერპლა — დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ოპერაცია „ეპიკური რისხვის” საწყის ეტაპზე დაშავდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ოთხი ამერიკელი სამხედროა დაღუპული. სამი დაღუპულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა.

პოპულარული სიახლეები