მთავარიპოლიტიკა„იმედი“: ვებგვერდების შეფერხება სანქციებით გამოწვეულ ტექნიკურ პრობლემას უკავშირდებოდა

„იმედი“: ვებგვერდების შეფერხება სანქციებით გამოწვეულ ტექნიკურ პრობლემას უკავშირდებოდა

ტელეკომპანია “იმედის” განცხადებით, ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდებზე ტექნიკური პრობლემა სანქციებისგან იყო გამოწვეული.

როგორც ტელეკომპანია თავის განცხადებაში აღნიშნავს, “სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”.

შეგახსენებთ, ტელეკომპანიის ვებგვერდები 25 თებერვალს რამდენიმე საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო მომხმარებლებისთვის.

24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა” და POSTV-ს სანქციები დაუწესა.

 

პოპულარული სიახლეები