მთავარისამართალიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 57 უცხოელი გააძევა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 57 უცხოელი გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების
განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის,
რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის,
ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის – მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე იქნა გაძევებული”. – წერს შსს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის
აკრძალვა დაუწესდათ.

პოპულარული სიახლეები