იტალიაში, ერთ-ერთ ეკლესიაში ანგელოზის ფრესკა აღადგინეს, რომლის გამოსახულებაც იტალიის პრემიერ-მინისტრს ჰგავს. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც იტალიური მედიასაშუალებები წერენ, კულტურის სამინისტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას აპირებს.
წმინდა ლორენცოს ეკლესიაში არსებულ სამლოცველოში წვიმის შედეგად დაზიანდა ორი ანგელოზის ფრესკა, რომელიც მოგვიანებით იმავე მხატვარმა აღადგინა, რომელმაც ეს ფრესკები შექმნა. ბრუნო ვალენტინეტიმ უარყო ვარაუდი, რომ გამოსახულება შეცვალა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღადგინა ის, რაც 25 წლის წინ შექმნა.
მომხდარს გამოეხმაურა თავად ჯორჯია მელონიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ხუმრობით გააზიარა ფოტო წარწერით: „არა, მე ნამდვილად არ ვგავარ ანგელოზს“.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არ შეიძლება, ხელოვნებისა და კულტურის პროპაგანდის იარაღად გამოყენება დაუშვან.
