მთავარიკულტურაწარმატების აღიარება: „პერსონა“ — საქართველოს 70 გამორჩეული ადამიანი დაჯილდოვდა

წარმატების აღიარება: „პერსონა“ — საქართველოს 70 გამორჩეული ადამიანი დაჯილდოვდა

„პერსონა“ — საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია მეთოთხმეტედ გაიმართა.

საქართველოში წარმატებული ადამიანების წარმოჩენასა და სხვადასხვა სფეროს განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტი „პერსონა“ წელს მეთოთხმეტედ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულად დაჯილდოვდა 70 წარმატებული ადამიანი, რომლებიც მედიცინის, განათლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში მოღვაწეობენ.

ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო — „საუკუნის პერსონის“ ტიტული კულტურის სფეროდან მიენიჭა ჩიხლაძეების დუეტის ცნობილ მომღერალს, 87 წლის მაყვალა ჩიხლაძეს, რომელიც დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას და სცენაზე გამოსვლას.

„საუკუნის პერსონის“ ტიტული ასევე გადაეცა ქართული მედიცინის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პროფესორ რევაზ სულუხიას, და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ სვანიძეს.

ამასთან, „ეთნოპერსონა 2025 წლის“ ტიტული ქართული ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ ქორეოგრაფებსა და ფოლკლორისტებს.

პროექტის დამფუძნებელი პროდიუსერი იოსებ კავკავაშვილი, ორგანიზატორი — ნინო შალამბერიძე, ხოლო ვორდის თავმჯდომარე — ეთერ მდინარაძე.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის „არტ ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ პროექტ „პერსონას“ მიღებული აქვს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი აღიარება და საქართველოს ინტელექტუალური მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ შეტანილია ისტორიული კატეგორიის ნუსხაში.

 

 

ავტორი-თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები