მთავარიმსოფლიოჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და ინჟინერ-კონსულტანტი დააკავა.

პოლიციაში განმარტავენ, რომ შენობების ფანჯრებზე აღმოაჩინეს ქსელი და გარკვეული მასალები, რომლებიც არ არის ცეცხლგამძლე. სამართალდამცავები თვლიან, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების მიზეზი სწორედ აღნიშნული სამშენებლო მასალები გახდა.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 279 კვლავ დაკარგულად ითვლება. კომპლექსის 900-მდე მაცხოვრებელი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე ბინას ითვლის. კომპლექსში 4 600 ადამიანი ცხოვრობს.

მედიის ცნობით, შენობებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთი ფანჯარა დალუქული გახლდათ, ხოლო სახანძრო სიგნალიზაცია გამორთული იყო, რადგან მუშები რეგულარულად იყენებდნენ სახანძრო გასასვლელებს.

რვა შენობიდან ოთხში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა დანარჩენ შენობებში კვლავ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

პოპულარული სიახლეები