მთავარიმსოფლიოBBC: ფილიპინები ახალი დამანგრეველი ტაიფუნის მოახლოებას ელოდება

BBC: ფილიპინები ახალი დამანგრეველი ტაიფუნის მოახლოებას ელოდება

ფილიპინები ემზადება კიდევ ერთი მოსალოდნელი ძლიერი ტაიფუნისთვის  —  მას შემდეგ, რაც სულ მცირე ერთიკვირის წუნ,  შტორმმა, „კალმაეგიმ“, ქვეყანაში მინიმუმ 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მძიმე ნგრევა მოჰყვა.

BBC ინფორმაციით, მოსალოდნელი ტაიფუნი „ფუნგ-ვონგი“, რომელსაც ადგილობრივად „უვანი“ ეწოდება, შესაძლოა სუპერტაიფუნის კატეგორიამდე გაძლიერდეს — ქარის სიჩქარით 185 კმ/სთ-მდე (115 მილი/სთ), სანამ კვირა საღამოს, ადგილობრივი დროით, კუნძულ ლუსონს მიაღწევს.

ოფიციალური პირების განცხადებით, „ფუნგ-ვონგი“ შესაძლოა წინა ტაიფუნზე, „კალმაეგიზე“, უფრო ძლიერიც აღმოჩნდეს.

უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე სკოლამ ორშაბათისთვის გააუქმა სწავლა და ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა, ხოლო Philippine Airlines-მა რამდენიმე ადგილობრივი რეისი შეაჩერა.

სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება კატანდუანეს კუნძულსა და სამხრეთ ლუსონის სანაპირო ზოლებს, სადაც მოსახლეობას უკვე მოუწოდეს, ტაიფუნის მოახლოებამდე უფრო მაღალ ადგილებში გადავიდნენ.

ოფიციალური ინსტანციების განცხადებით, ევაკუაცია კვირა დილამდე უნდა დასრულდეს, რადგან ძლიერი ქარისა და წვიმის დროს გადაადგილება საშიში იქნება.

 

ჟურნალისტი: თიკო შუშანაშვილი

 

პოპულარული სიახლეები