მთავარისამართალიირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავალი აღიარა — სუს-ის განცხადება

ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავალი აღიარა — სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის მიღების ფაქტი.

„დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი,” – აღინიშნა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას.

 

პოპულარული სიახლეები