მთავარისამართალიკრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა

ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად 4 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იყო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები